26 ნოემბერი 2024,   03:31
ვრცლად
"პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს" - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ფარცხალაძის საკითხზე

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს.

უწყების ცნობით, სალომე ზურაბიშვილი სრულად აცნობიერებს ამ საკითხის სამართლებრივ და მორალურ მხარეს.

"საქართველოს პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს. ყოველგვარი სპეკულაციების გამოსარიცხად შეგახსენებთ,"საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 26-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

რაც ეხება, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, იგი სრულად აცნობიერებს ამ საკითხის სამართლებრივ და მორალურ მხარეს. პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო ინსტიტუტებს აძლევს შესაძლებლობას გონივრულ ვადაში მიიღონ ზომები და დაიცვან ქვეყნის რეპუტაცია და ინტერესები. მით უფრო დღეს, როცა წყდება საქართველოს ევროპული მომავალი, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია გაუქმდეს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ,"რუსული გადაწყვეტილება“. საქართველოს შესაძლო "შავ ხვრელად“ ქცევა კი მხოლოდ ერთი ქვეყნის ინტერესებშია და პირდაპირ ეწინააღმდეგება სახელმწიფო ინტერესებსა და ჩვენს ევროატლანტიკურ გზას.

P.S.

რაც ეხება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს, ყველას მიერ პროფესიონალად და გამოცდილ კადრად აღიარებული გიორგი ბაქრაძის კანდიდატურის საჯარო და სამარცხვინო ჩაგდების შემდეგ, საჭირო გახდა უმრავლესობის მიერ წარმოებული ამ მანკიერი პროცესის ლუსტრაცია, რომელიც პარლამენტმა 21 სექტემბერს 82 და 83 ხმით დაამტკიცა", - აღნიშნულია განცხადებაში.

 

დღის ამბები