26 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
ბლოგერი გერმანიიდან - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მემილიონე მგზავრი მიიღო
ბლოგერი გერმანიიდან - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მემილიონე მგზავრი მიიღო. ფრანკფურტიდან ბორტი 15 საათსა და 30 წუთზე დაეშვა.ბლოგერს აეროპორტში სიმბოლური საჩუქრებით დახვდნენ და სწორედ მაშინ, კონტროლის გავლის დროს შეიტყო, რომ მემილიონე მგზავრი იყო.
 
ღონისძიება დღეს ქუთაისის აეროპორტის 70 წლის იუბილეს დაემთხვა. ამ დღისთვის კი აეროპორტში ვეტერანი თანამშრომლები მიიწვიეს.
 
"მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ასეთი თბილი დახვედრისთვის. არ ველოდი ამას. თან ცოტა ვნერვიულობ ამდენ კამერასთან არასოდეს ვმდგარვარ, ძალიან ბედნიერი ვარ რომ აქ ვარ. ერთი თვე ვაპირებ საქართველოში დარჩენას და რაც შეიძლება მეტი ადგილი უნდა მოვინახულო", - განაცხადა პიტერ გოცინგერმა
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ტურისტულ ბაზარზე საქართველოს ცნობადობა იზრდება. 
 
"დაჯდა ქალაქ ფრანკფურტიდან პირდაპირი რეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რომელსაც ჩამოჰყვა რიგით მემილიონე მგზავრი, გერმანიის მოქალაქე. ჩვენთვის ძალიან საამაყო და სასიხარულო იყო ის, რომ თავად მგზავრი ჰყვებოდა - საქართველოში მოგზაურობა გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც ბევრი სტატია წაიკითხა საქართველოს შესახებ, ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ცნობადობა იზრდება გერმანიის ტურისტულ ბაზარზე", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
 
დღის ამბები