თელავი მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. წელს ღონისძიება ქართველი პიანისტის, ანასტასია ვირსალაძის 140 წლის იუბილეს ეძღვნება.
თელავის სახელმწიფო თეატრში, ფესტივალი 23-დან 30 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.
მუსიკალური საღამოები არიელ ცუკერმანის დირიჟორობით ჩატარდება, ასევე მოეწყობა მასტერკლასები. პირველ კონცერტში კი მონაწილეობა სამმა სოლისტმა მიიღო.
მაყურებლის წინაშე ქართველი ახალგაზრდა ფლეიტისტი, ვიეტნამელი პიანისტი და კორეელი ჩელისტი წარდგნენ. თეატრის ფოიეში კი, ანასტასია ვირსალაძისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.
ღონისძიება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.