გლდანში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაკავებული ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძისა და ზვიად კუპრავას აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო სულ ცოტა ხანში იმსჯელეს. დაკავებულები დიღმის სამმართველოდან, სასამართლოში გადაიყვანეს, მანამდე სამივე მათგანი ადვოკატმა მოინახულა.
ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით არ გამორიცხავს, რომ პროცესზე, შესაძლოა, პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნეს მიღებული.
" დიდი ალბათობით, უახლოეს საათებში ჩაინიშნება სასამართლო სხდომა, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრო მოითხოვს მათ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობას. პირველ რიგში უნდა გავეცნოთ მტკიცებულებებს. ჩვენი პოზიცია არის, რომ ნიკა მელიას დაკავება, ისევე, როგორც ბაჩო დოლიძისა და ირაკლი კუპრავას დაკავება მოხდა უკანონოდ. რა თქმა უნდა, არავითარ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია.
იმ მტკიცებულებებისა და განმარტებების ფონზე, რაც მოვისმინე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებისგან, ასევე იმ ვიდეო მასალის ფონზე, გამოვრიცხავ, რომ აქ რაიმე სახის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. პოლიციელებთან მიმართებაში არავითარ თავდასხმას ადგილი არ ჰქონია, თუმცა პოლიტიკური თვალსაზრისით ვერ გამოვრიცხავ თუ უკანონო გადაწყვეტილება იქნება მიღებული", - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.