ახალციხეში, სამსართულიან შენობაში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი თავდაპირველად სახურავში შენიშნეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლიკვიდირებულია. დაიწვა შენობის მეორე სართულზე კომერციული ფართი, სადაც სავაჭრო ობიექტი იყო განთავსებული.
რა ოდენობის ზარალი მიადგა მეპატრონეს, ჯერ უცნობია. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.