გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში რიგით 179-ე თეატრალური სეზონი გახსნეს.
სეზონის პირველ დღეს ნაჩვენები იყო ნიკოლოზ ჰაინე-შველიძის სპექტაკლი "ქეიფი სოლოლაკში”, დადგმული- ნოდარ მაჭარაშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით.
თეატრში სეზონის გახსნასთან დაკავშირებით სექტემბრის თვეში გაიმართება რიგი ღონისძიებებისა.დაგეგმილია რუსთაველის ეროვნული თეატრისა და თუმანიშვილის თეატრის გასტროლები, ასევე ერისთავის თეატრის ორგანიზებით გაიმართება საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც 27 სექტემბერს დაიწყება.