გერმანია, რომელც რუსული საწვავის შესყიდვის წინააღმდეგი იყო, ახლა კრიტიკის ობიექტი ხდება, მიზეზი რუსული თხევადი გაზის იმპორტის განახლებაა. რუსული გაზპრომის ყოფილი შვილობილი კომპანია გეგმავს, მომავალი თვის დასაწყისში ციმბირში იამალის ქარხნის მიერ თხევადი გაზის ჩატვირთვას.
სააგენტო ბლუმბერგი აღნიშნავს, რომ რუსული გაზის ტვირთი ინდოეთისკენ მიემართება, მაგრამ გერმანიის სახელმწიფო კომპანია, რომელიც რუსეთთან გარიგებებს ახორციელებს, გარკვეულ განგაშს იწვევს. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ეწინააღმდეგება გერმანიის დაპირებას, თავი აარიდოს რუსული თხევადი ბუნებრივი აირით ოპერირებას, კრემლის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის გამო.