26 ნოემბერი 2024,   04:35
ვრცლად
სამწუხაროა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი გლობალური ომის პარტიის დაკვეთას ასე გულმოდგინედ ასრულებს - ეკა სეფაშვილი

"ხალხის ძალის" წევრი, ეკა სეფაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება, არ შეუჩეროს აშშ-სგან დასანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა, იმ საბოტაჟის გაგრძელებაა, რაც ქვეყნის საბანკო სისტემის ჩამოშლას ისახავდა მიზნად. მისივე შეფასებით, პრეზიდენტი "გლობალური ომის პარტიის" დავალებებს ასრულებს.

"სალომე ზურაბიშვილის ეს ბოლო პოსტი არის იმ საბოტაჟის გაგრძელება, რომლითაც ის ცდილობდა ქვეყნის საბანკო სისტემის ჩამოშლას, რაც საბოლოო ჯამში, ქვეყნის ეკონომიკის დამანგრეველ შედეგებამდე მიგვიყვანდა. საბედნიეროდ, ეს არ მოხდა, თუმცა ჩვენ პრეზიდენტისგან რა დავინახეთ - იგი არღვევს კონსტიტუციას, კანონებს, კანონის უზენაესობას და ამის შემდეგ ძალიან ძნელი დასაჯერებელია, რომ ის ევროპაში საქართველოს სტატუსს ლობირებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ამ ყველაფერში ასე აქტიურადაა ჩართული და გარე ძალების, გლობალური ომის პარტიის დაკვეთას ასე გულმოდგინედ ასრულებს,"- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

დღის ამბები