26 ნოემბერი 2024,   04:44
ვრცლად
ვის სახელებს და გვარებსაც ასახელებს თავდამსხმელებად, ეს ადამიანები მისი ბავშვობის მეგობრები არიან - კოტე ზარნაძე გლდანში მომხდარ დაპირისპირებაზე

თბილისის საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, კონსტანტინე ზარნაძე გლდანში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით "კურიერთან" საუბრობს.

"მე რა კავშირი უნდა მქონოდა, როდესაც ეს ინცინდენტი მოხდა საკრებულოს სხდომაც კი არ იყო ბოლომდე დასრულებული. მე პირველ რიგში ჯანმრთელობას ვუსურვებ მას, მე ვნახე მისი ჩანაწერი და ვის სახელებს და გვარებსაც ასახელებს თავდამსხმელებად, ეს ადამიანები მისი ბავშვობის მეგობრები არიან. "ნათლიმირონობა" აკავშირებთ ერთმანეთთან და ა.შ ვინმესთან მას თუ პირადი კონფლიქტი აქვს ეს მე არ ვიცი. ერთი მიზეზი მაინც უნდა არსებობდეს, რატომ აკავშირებენ ამას ჩემს სახელთან.

რატომ უნდა მომდომებოდა, რომ ადამიანი, რომელიც ჩემი კოლეგაა და პოლიტიკოსია დამევალებინა ვინმესთვის, რომ ის ეცემათ. ეს ხომ მაზარალებს მეც და ჩემს პოლიტიკურ გუნდსაც. ხომ წარმოგიდგენიათ ეს რამხელა სისულელეა?! უბრალოდ პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ ასეთი,"- აცხადებს ზარნაძე. 

დღის ამბები