26 ნოემბერი 2024,   04:34
ვრცლად
პრეზიდენტის განცხადებებს თუ გავაანალიზებთ, ნამდვილად ვერ დაგვრჩება შთაბეჭდილება, რომ ქვეყნის ინტერესების ფარგლებში მოქმედებს - ნინო წილოსანი

"პრეზიდენტის, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განცხადებებს თუ დავაჯგუფებთ და გავაანალიზებთ, ნამდვილად ვერ დაგვრჩება შთაბეჭდილება, რომ ის ქვეყნის ინტერესების ფარგლებში მოქმედებს,"- ეს განცხადება პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა გააკეთა. 

"პრეზიდენტის, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განცხადებებს თუ დავაჯგუფებთ და გავაანალიზებთ, ნამდვილად ვერ დაგვრჩება შთაბეჭდილება, რომ ის ქვეყნის ინტერესების ფარგლებში მოქმედებს. ფაქტია, რომ კონსტიტუციით, კანონით, ადამიანს, რომელიც იღებს მეორე ქვეყნის მოქალაქეობას ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეობის შეჩერება და მისივე რამდენიმე დღის წინანდელი განცხადებები და მოთხოვნა იუსტიციის სამინისტროს მიმართ, რომ იუსტიციის სამინისტროს გაეგზავნა განაცხადი მოქალაქეობის შეჩერებასთან დაკავშირებით, გუშინ ჩვენ უკვე ვიხილეთ, რომ მან უარი თქვა მოქალაქეობის შეჩერებაზე და რა არის ამის მოტივაცია, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ვერსიები შეიძლება ვთქვათ,"- განაცხადა ნინო წილოსანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, აშშ-სგან დასანქცირებულ ქვეყნის ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობას არ უწყვეტს. ზურაბიშვილს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად არ მიაჩნია, ამ ეტაპზე ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ პოლიტიკურ სპექტრში კიდევ უფრო მეტი შეკითხვა გააჩინა. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჯერ კიდევ 19 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებდა.

დღის ამბები