26 ნოემბერი 2024,   04:50
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, გლდანში მომხდარი დაპირისპირების დროს დაკავებულებს შორის არიან ტატო ხუნდაძე და ელგუჯა ამაშუკელი

გლდანში მომხდარი დაპირისპირება - საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 პირი დააკავა. კურიერის ინფორმაციით დაკავებულებს შორის არიან ტატო ხუნდაძე და ელგუჯა შუკაკიძე.

ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო იმ პირების მიმართაც, რომლებიც სამართალდამცველებს ხელს უშლიდნენ და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობას უწევდნენ.

დაპირისპირების შედეგად, პოლიციის თანამშრომლებს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ.

დღის ამბები