გერმანიის კანცლერი ამბობს, რომ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს.
DW-ის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ოლაფ შოლცმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
როგორც კანცლერმა აღნიშნა, ყურადღების ცენტრში ადგილზე შექმნილი ჰუმანიტარული სიტუაცია და ადგილობრივი მოსახლეობისთვის დახმარება უნდა იყოს.
კანცლერი ასევე ამბობს, რომ სამხედრო ძალის გამოყენება კატეგორიულად არის მიუღებელი და მისი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კონფლიქტი მოლაპარაკებათა გზით მოგვარდეს და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მდგრადი მშვიდობა დამკვიდრდეს.
"კონფლიქტის მდგრადი მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება უნდა იქნეს გარანტირებული, ასევე მნიშვნელოვანია სომხეთის სუვერენიტეტის პატივისცემა,"- განაცხადა შოლცმა.
ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს, ასევე მნიშვნელოვანია სომხეთის სუვერენიტეტის პატივისცემა