26 ნოემბერი 2024,   04:55
ვრცლად
პრეზიდენტმა აუხსნელი გადაწყვეტილება მიიღო და თავისი პოზიცია შეცვალა, ეს უცნაურად გამოიყურება - მიხეილ სარჯველაძე

როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციას თავდაპირველად გათვლა ჰქონდა, რომ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე იუსტიციის სამინისტრო განსხვავებულ გადაწყვეტილება მიიღებდა, თუმცა მოგვიანებით, „პრეზიდენტიც და ოპოზიციაც უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და პოზიციის შეცვლა მოუწიათ“.

„უცნაური გადაწყვეტილებაა. რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება და იუსტიციის სამინისტროს მოუწოდა, წარედგინა მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნა და ის დაუყოვნებლივ შეწყვეტდა მოქალაქეობას. მოგვიანებით, როდესაც იუსტიციის სამინისტრომ ეს გააკეთა, პრეზიდენტმა აუხსნელი გადაწყვეტილება მიიღო და თავისი პოზიცია შეცვალა. ეს უცნაურად გამოიყურება და საზოგადოებას ამაზე კითხვის ნიშნები უჩნდება. ეს არის განსამარტი იმის მიღმა, რომ ასეთი ტიპის მოთხოვნები კანონმდებლობასთან თავსებადი არაა. უფრო მეტად, საინტერესოა პოზიციის ცვლილების მიზეზი. მგონია, რომ თავდაპირველად ოპოზიციამ ტაქტიკა აირჩია, რომ ხელისუფლებისთვის ბრალდება წაეყენებინა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ვინმე განსხვავებულად მოქცევას აპირებდა. გათვლა ჰქონდათ, რომ ხელისუფლება არ მიიღებდა ისეთ გადაწყვეტილებას, როგორიც მიიღო. შემდეგ, როდესაც საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა როგორც პრეზიდენტი, ისე ოპოზიცია და პოზიციის ცვლილება მოუწიათ. ეს პოზიციის ცვლილება, ალბათ, იმით უნდა იყოს ახსნილი, რომ კიდევ ცდილობენ მორიგი ბრალდებისთვის ახალი, შეთითხნილი მიზეზები მოამზადონ. სხვა ახსნას, მიზეზს და დასაბუთებას ვერავინ მოუძებნის“, - განაცხადა სარჯველაძემ.

დღის ამბები