26 ნოემბერი 2024,   06:31
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მიღწევები იმსახურებს ევროკავშირის დადებით გადაწყვეტილებას. ეგრეთწოდებული „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებს შორის ლიდერის რანგში, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი დაიმსახურა

ჩვენი მიღწევები იმსახურებს ევროკავშირის დადებით გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როოგრც პრემიერმა აღნიშნა, ეგრეთწოდებული „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებს შორის ლიდერის რანგში, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი დაიმსახურა.

“ველით, რომ საქართველოს თვალსაჩინო შედეგები და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური კონტექსტი სამართლიანად შეფასდება. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ერთადერთი გზაა!

ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მინდა ხაზი გავუსვა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და გაეროს წესდებაში ასახული ფუნდამენტური პრინციპების მნიშვნელობას”,- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

დღის ამბები