26 ნოემბერი 2024,   03:38
ვრცლად
თუ ნამდვილად მოხდა, ეს არის სამწუხარო ფაქტი და საგამოძიებო ორგანოები აუცილებლად მოახდენენ შესაბამის რეაგირებას - დავით მათიკაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის შეფასებით, გლდანში მომხდარი, სამწუხარო ფაქტია და შესაბამისი საგამოძიებო ორგანოები აუცილებლად მოახდენენ სათანადო რეაგირებას.

"თუ ნამდვილად მოხდა, ეს არის სამწუხარო ფაქტი და საგამოძიებო ორგანოები აუცილებლად მოახდენენ შესაბამის რეაგირებას. შესაბამის ნაბიჯებს გადადგამენ მომხდარის გამოსაკვლევად და ყველა დეტალის გასარკვევად. ამას აუცილებლად მოჰყვება სათანადო სამართლებრივი რეაგირება", - განაცხადა მათიკაშვილმა.

დღის ამბები