26 ნოემბერი 2024,   03:20
ვრცლად
გლდანის პირველ მიკრორაიონში სიტუაცია დაძაბულია - არიან დაკავებულები, მათ შორის პოლიტიკოსები

ამ წუთებში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია გლდანის პირველ მიკრორაიონში, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და მოქალაქეების გარკვეულ ჯგუფებს შორის, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა - არიან დაკავებულები, მათ შორის პოლიტიკოსები.

დაახლოებით ერთი საათი წინ, თბილისის საკრებულოს წევრს, ირაკლი ეძგვერაძეს, საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დეპუტატს დაზიანებები აქვს სახის არეში, ნაცემია რამდენიმე მისი მეგობარიც. ირაკლი ეძგვერაძე მასზე თავდასხმის დამკვეთად "ოცნების" დეპუტატ კოტე ზარნაძეს ასახელებს, რომელთანაც მას დღეს, საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება ჰქონდა.

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ამბობს, რომ მას საკუთარ ავტოფარეხში თავს ხელკეტებით შეიარაღებული 30-ზე მეტი პირი დაესხა.

მოგვიანებით, გლდანში მივიდნენ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია და პარტიის სხვა წევრები, მათ ადგილზე გამოჩენას კი, ახალი ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა.

ადგილზე მობილიზებულია დამატებითი საპატრულო ეკიპაჟები. დაკავებულები არიან: ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და კიდევ რამდენიმე პირი. გლდანის პირველ მიკრორაიონში სიტუაცია ამ დრომდე დაძაბული რჩება.

დღის ამბები