26 ნოემბერი 2024,   03:40
ვრცლად
პარლამენტში, შინაგან საქმეთა მინისტრი დეპუტატების შეკითხვებს ხუთი საათის განმავლობაში პასუხობდა

საქართველოს პარლამენტში, დღეს, შინაგან საქმეთა მინისტრი დეპუტატების შეკითხვებს ხუთი საათის განმავლობაში პასუხობდა.

ხუთი კითხვა, რის გამოც ოპოზიციამ ვახტანგ გომელაური პარლამენტში დაიბარა, შოვში დატრიალებულ ტრაგედიას უკავშირდებოდა, თუმცა კითხვებზე მეტი, დღეს, ადგილიდან შეძახილები და რეპლიკები ისმოდა.

ხმაური იყო ორივე ფლანგიდან. ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაბარებულ ვახტანგ გომელაურს, "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" მკვეთრი დაპირისპირების ფონზე უხდებოდა ახსნა: რატომ არ იყო ტრაგედიის საათებში მიზანშეწონილი ღამის ფრენები, რამდენ ხანში შევიდა ზონაში პირველი სამაშველო ჯგუფი და რამდენი ადამიანი გამოიყვანეს მაშველებმა სტიქიის ზონიდან.

დღის ამბები