26 ნოემბერი 2024,   03:36
ვრცლად
ნიკა მელია აცხადებს, რომ თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს გლდანში თავს დაესხნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას განცხადებით, თბილისის საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეს გლდანში თავს დაესხნენ.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, „ირაკლი ეძგვერაძეს პროვოკაცია მოუწყო გლდანის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატმა, კახა კალაძის უახლოესმა მეგობარმა, ამ დანაშაულებრივი რეჟიმის ერთ-ერთმა ჭანჭიკმა“.

„საკრებულოში სიტყვით გამოსვლის შემდებ, ირაკლი ეძგვერაძე მობრუნდა სახლში გლდანში, იმყოფებოდა რამდენიმე მეგობართან ერთად, მას თავს დაესხა 50-დან 60-მდე ხელკეტებით შეიარაღებული ადამიანი, კანონიერი ქურდი შუკაკიძის ძმა, ვიღაც ტატო ხუნდაძე, რომელიც გლდანის გამგეობაში მუშაობს, მთელი „ქართული ოცნების“ შპანა. უსასტიკესად გაუსწორდნენ ყველას, ვინც ადგილზე დახვდათ, ეს ყველაფერი გააკეთა არა ქურდმა შუკაკიძემ, ლაჩარმა ვითომ კანონიერმა, რომელმაც 2020 წელს რაც იკარდა კობიაშვილ-კალაძესთან ერთად, კარგად გახსოვთ, იარაღით რომ დარბოდნენ გლდანში და მიუხედავად ამისა, გლდანის რაიონი რომ წააგეს. ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, ეს ხალხი მართავს ამ ქვეყანას. უსასტიკესად არის ყველა ჩვენი მეგობარი ანგარიშსწორების მსხვერპლი. შეგაკვდებით ყოველგვარი ემოციების გარეშე, ღირსების საკითხია ჩემთვის და კიდევ უამრავი ადამიანის, ან იქნება კალაძე- კობიაშვილების და ფარცხალაძის ეს საქართველო, ან ბავშვების, უამრავი პატარა ახალგაზრდა ბავშვის. სახელმწიფო შედგება კრიმინალების გარეშე, უკან დასახევი გზა არ არის. შენ, კახი კალაძე, ყოფას გიტირებ, ყველა მილიონის უკან დაბრუნება მოგიწევს, რომელიც მოიპარე და ყველა დანაშაულზე პასუხისგება“, – განაცხადა მელიამ.

დღის ამბები