26 ნოემბერი 2024,   03:50
ვრცლად
ირაკლი კობახიძე - გერმანიაში წყალდიდობის დროს, მხოლოდ არასაპარლამენტო ძალებმა, „ნეონაცისტებმა“ სცადეს ტრაგედიით ქულების დაწერა, ეს ზუსტად ემთხვევა იმას, რასაც შოვის ტრაგედიისას „ნაცები“ აკეთებდნე

ვხედავთ, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალები ცდილობენ, ტრაგედიაც კი გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური ქულების დასაწერად, ასეთი რამ არსად არ ხდება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს უსმენენ.

ირაკლი კობახიძემ შოვის სტიქიის დროს დაღუპულების ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

„ძალიან მძიმე თემაზე გვიწევს საუბარი, გვიწევს ტრაგედიის სტიქიის გახსენება, კიდევ ერთხელ გამოვხატავ სამძიმარს დაღუპული ადამიანების ოჯახების მიმართ. სამწუხაროდ, ჩვენ ამ შემთხვევაშიც ვხედავთ, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალები ცდილობენ, ტრაგედიაც კი გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური ქულების დასაწერად, ასეთი რამ არსად არ ხდება. სტიქიებით გასულ წლებში სამწუხაროდ, დატვირთული იყო სამყარო. არაერთი სტიქია მოხდა, მათ შორის ბოლოს აშშ-ში, ჰავაიზე იყო ტყის ხანძარი, რომელსაც 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, არის უზარმაზარი მსხვერპლი, ადამიანების იდენტიფიცირება ვერ ხდებოდა თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. რამდენი იყო დაკარგული იმასაც ვერ ადგენდნენ, არ ამოქმედდა ადრეული გაფრთხილების სისტემა, დამონტაჟებული იყო, მაგრამ არ ამოქმედდა. ამერიკის პრეზიდენტი ჰავაიზე ჩაფრინდა ორი-სამი კვირის შემდეგ, არავის უფიქრია, რომ ეს ყველაფერი გამოეყენებინა სპეკულირებისთვის, მოეთხოვა პრეზიდენტის, მთავრობის გადადგომა და ა.შ.

გერმანიაში ორი-სამი წლის წინ მოხდა დიდი წყალდიდობა, რომელსაც შეეწირა დაახლოებით 200 ადამიანი, ბელგიაში 40-ზე მეტი ადამიანი და ა.შ. პოლიტიკური პარტიებს არსად არ გამოუყენებიათ ეს საკითხები სპეკულირებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ხანძრის პროგნოზირებაც უფრო ადვილია, ტემპერატურიდან გამომდინარე, მეორე, რეაგირებაც უფრო ადვილია, აქ შეუძლებელი იყო პროგნოზირება“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, არც ერთ ჯანსაღ პოლიტიკურ ძალას არ უცდია, რომ იქ, იმ ქვეყნებში სპეკულაციებისთვის გამოეყენებინა ასეთ ფაქტები.

„ვნახე გერმანული სტატია იმასთან დაკავშირებით, როგორი რეაქცია ჰქონდათ პოლიტიკურ სუბიექტებს სტიქიასთან მიმართებით. იქაც არიან პარტიები, რომლებსაც ანტისისტემურად აცხადებენ შედარებით ტრადიციული პარტიები, არც ერთ საპარლამენტო პარტიას არ უცდია წყალდიდობის გამოყენება სპეკულაციებისთვის, თუმცა იქაც არიან არასაპარლამენტო ძალები, „ნეონაცისტები,“ მხოლოდ მათ სცადეს ტრაგედიის გამოყენება ქულების დასაწერად. გერმანიაში – „ნეონაცები“ საქართველოში – „ნაცები“. ეს არის რეალური სურათი. როგორ ხდებოდა სპეკულაციებისთვის გამოყენება, ეს არის აღწერილი და ზუსტად ემთხვევა, რასაც აკეთებდნენ ესენი. დეზინფორმაცია, ეს იყო მთავარი ინსტრუმენტი, სოცმედიის , სხვა მედიასაშუალებების გამოყენება, ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენება – დეზინფორმაცია ვრცელდებოდა მსხვერპლთან დაკავშირებით, დაკარგულებთან დაკავშირებით. მილიონი დეზინფორმაცია გავრცელდა, რათა დაემძიმებინათ ხელოვნურად ის სურათი, რომელიც ისედაც მძიმე იყო.

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთა ჩადიოდა საკვებს ამზადებდა, საკვები იყო სრულად უზრუნველყოფილი, როგორც მაშველებისთვის, ასევე ადამიანებისთვის, რიგითი მოქალაქეებისთვის. უბრალოდ სამარცხვინო იყო, ამას აკეთებდა „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთა. ზუსტად იგივე, რასაც აკეთებდნენ „ნეონაცები“ გერმანიაში. მცდელობა, რომ დაზარალებულები გამოეყენებინათ ხელისუფლებაზე თავდასხმისთვის. ზუსტად იგივე, რაც წერია ამ სტატიაში, იმას აკეთებდნენ „ნაცები“ საქართველოში. მაშველებზე შეტევა თავდასხმები, ერთი-ერთში არის აღწერილი „ნეონაცების“ ქმედებები და გეგონება, რომ „ნაცების“ ქმედებებს კითხულობ. ამის იქით ვერ მიდიხართ თქვენ, თქვენ ხართ „ნაცები“, – განაცხადა კობახიძემ.

დღის ამბები