26 ნოემბერი 2024,   03:32
ვრცლად
ვერტმფრენების შესყიდვაზე ხელშეკრულება 2022 წლის 19 დეკემბერს გაფორმდა და პირველი ვერტმფრენი, დაახლოებით, 6 თვის განმავლობაში უნდა მოგვაწოდონ - ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინაციით, ფრანგულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც 3 ვერტმფრენი შეისყიდეს.

გომელაურის განმარტებით, ვერტმფრენების შესყიდვაზე ხელშეკრულება 2022 წლის 19 დეკემბერში გაფორმდა და პირველი ვერტმფრენი საქართველომ დაახლოებით, 6 თვეში უნდა მიიღოს.

"საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, 3 ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით, ფრანგულ კომპანია "ეარბას ჰელიკოპტერთან" გაფორმდა ხელშეკრულება 2022 წლის 19 დეკემბერს. შვეულმფრენები, რომლებსაც სამინისტრო ყიდულობს, არის მრავალფუნქციური და შეუძლია შეასრულოს საპოლიციო-სამძებრო და სამაშველო ოპერაციები. პირველი ვერტმფრენი, დაახლოებით, 6 თვის განმავლობაში უნდა მოგვაწოდონ და შემდეგ უკვე დანარჩენი ორი.

დღის ამბები