26 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
ვახტანგ გომელაური თინა ბოკუჩავას – როგორ დაგაჯეროთ, როცა თეთრზე მეუბნებით შავიაო

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას შინაგან საქმეთა მინისტრმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა, მათ შორის იყო თინა ბოკუჩავა, რომელმაც მინისტრის თქმით, რამდენიმე სიცრუე გაავრცელა. 

“ეს არის ტყუილი, თითქოს შსს-ს უნდა ეყიდა ვერტმფრენები, რომელსაც შეეძლო ხალხის გადარჩენა. ამბროლაურში ვერტმფრენი რატომ არ ეყენაო? მაშინ რატომ არ ეყენა ვერტმფრენი, სიტყვაზე – სხვანეთში, იმერეთში, ოც ადგილზე, რატომ არ უნდა ეყენოს. კავკასიონის გაყოლებაა მთელი საქართველო ქალბატონო თინა. 

რაც შეეხება იმას, ქუთაისში ვერტმფრენი, რატომ არ მუშაობდაო... მუშაობდა, უბრალოდ ამინდი არ იყო. როგორ დაგაჯეროთ, თქვენ თეთრზე მეუბნებით შავიაო. 

მეორე დღეს ორზე მეტი ვერტმფრენის საჭიროება არ იყო. ისიც მოიტყუეთ, რომ ღამე დაასრულეს მუშაობა. ღამე დაასრულეს მხოლოდ ვერტმფრენებმა და არა მეხანძრე მაშველებმა. 

მინისტრის თქმით, როგორი თანამედროვე ვერტმფრენიც არ უნდა ჰყოლოდა სახელმწიფოს, მსგავსიც, კი როგორსაც ველოდებით, ღამით ფრენა ამ რელიეფში არ იქნებოდა უსაფრთხო.

„გადარჩენილი ადამიანების და სამაშველო ოპერაციაში მონაწილე პირების უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ არ დავაყენებდით და ევაკუაციას არ განვახორციელებდით... ვერტმფრენი „მი 8“ გამოიყენება ძებნა-გადარჩენისა და სამაშველო ოპერაციებში. აღნიშნულ შვეულმფრენებს, დიახ, აქვს სპეციალური სამაშველო დანიშნულების აღჭურვილობა და შეუძლია ღამის პირობებში ფრენა. გარდა აღნიშნულისა, სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციაში მუშაობენ საუკეთესო, მაღალი დონის პროფესიონალი მფრინავები და ბორტტექნიკოსები, რომლებიც წელიწადში ორჯერ გადიან სპეციალურ გადამზადებას“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

დღის ამბები