26 ნოემბერი 2024,   03:37
ვრცლად
არ მგონია, რომ შოვის ტრაგედიაში დამნაშავე ხართ და არც ის მგონია, ადამიანურად თუ რამე შეგეძლოთ, რამეს დააკლებდით - იაგო ხვიჩია უმრავლესობას

მე არ მგონია, რომ ამ ტრაგედიაში დამნაშავე ხართ და არც ის მგონია, ადამიანურად, თუ რამე შეგეძლოთ, რამეს დააკლებდით, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით უსმენენ.

მისვე განცხადებით, ფაქტია, რომ სახელმწიფომ დაღუპულ მოქალაქეებს არ შესთავაზა იდეალური დახმარების საშუალება:

"მე არ მგონია, რომ ამ ტრაგედიაში დამნაშავე ხართ და არც ის მგონია, ადამიანურად თუ რამე შეგეძლოთ, რამეს დააკლებდით. მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც კი მინისტრი გაიგებდა თვითმფრინავი დაეორგანიზებინა, ყველაფერი გაეკეთებინა, მაგრამ შესაძლებელია კი თბილისიდან ასეთი საქმის კეთება?! მე ვფიქრობ რომ - არა. ხომ ფაქტია, რომ სახელმწიფომ დაღუპულ მოქალაქეებს არ შესთავაზა იდეალური დახმარების საშუალება,"- აცხადებს იაგო ხვიჩია.

დღის ამბები