26 ნოემბერი 2024,   03:47
ვრცლად
საქართველოს პროკურატურის და აშშ-ის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლობით, პროკურორებისთვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თემაზე მორიგი ტრენინგი ჩატარდა 

საქართველოს პროკურატურის და აშშ-ის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლობით, პროკურორებისთვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თემაზე მორიგი ტრენინგი ჩატარდა.

სამდღიანი ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებმა ნაფიც მსაჯულთა განსჯადი საქმეების სასამართლოში განხილვის სპეციფიკის, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის, შესავალი და დასკვნითი სიტყვების წარდგენის, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვების ტექნიკის, ასევე ნაფიც მსაჯულთა განსჯად საქმეებზე საპროკურორო ზედამხედველობის აქტუალური საკითხების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

ტრენინგი როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე პრაქტიკული უნარების გაუმჯობესებასაც ემსახურებოდა. 

დღის ამბები