გერმანულმა სახელმწიფო კომპანიამ რუსეთთან თხევადი ბუნებრივი აირით ვაჭრობა განაახლა - ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg ავრცელებს.
მიუხედავად იმისა, რომ ტვირთი ინდოეთისკენ მიდის, გერმანული სახელმწიფო კომპანია, რომელსაც რუსეთთან შეთანხმებები აქვს გაფორმებული, გარკვეულ განგაშს იწვევს.
Bloomberg-ის მიერ გავრცელებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ გერმანიაში ნაციონალიზებული, რუსეთის "გაზპრომის" ყოფილი ქვეგანყოფილება Europe GmbH-ის (SEFE) ოქტომბრის დასაწყისში ციმბირში იამალის ქარხანაში წარმოებული თხევადი ბუნებრივი აირის ჩატვირთვას და ტრანსპორტირებას გეგმავს. ნაციონალიზაცია გერმანიამ SEFE-ს გასულ წელს ევროპის ენერგეტიკული კრიზისის პიკის დროს მოახდინა.
პორტის ინფორმაციით, SEFE-ს კუთვნილი ხომალდი, ბელგიის გავლით მდინარე ამურზე აიღებს რუსულ ტვირთს და ოქტომბრის ბოლოს ინდოეთამდე ჩაიტანს.
გამოცემის ინფორმაციით, კომპანიას იამალის თხევადი გაზის მოცულობის შესყიდვაზე გრძელვადიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რომელიც "გაზპრომისგან" მემკვიდრეობით მიიღო. მას ასევე, ცალკე გრძელვადიანი მიწოდების ვალდებულებები ინდური კომპანიის GAIL Ltd-ს მიმართ გააჩნია.
კომპანიის ცნობით, 2018 წლის შეთანხმების თანახმად, SAFE-ს მოუწევს გადაიხადოს მიწოდების საფასური, მაშინაც კი, თუ ტვირთები არ იქნა მიღებული და ინდოეთში გადატანილი. ცნობაში ნათქვამია, რომ მსგავსი პროცედურა ეკონომიკურად გაუმართლებელი იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ ტვირთი ინდოეთში მიემართება, გერმანული სახელმწიფო კომპანია, რომელსაც რუსეთთან შეთანხმებები აქვს, გარკვეულ განგაშს იწვევს. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ეწინააღმდეგება გერმანიის დაპირებას, რომ კრემლის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის გამო, რუსული თხევადი ბუნებრივი აირით ოპერირებას თავი აარიდოს.
გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ Bloomberg-ს განუცხადა, რომ ამ საკითხს სწავლობს.