26 ნოემბერი 2024,   05:41
ვრცლად
პრემიერი ჯო და ჯილ ბაიდენების მიერ ორგანიზებულ მიღებას დაესწრო - " აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ძლიერია და სარგებელი მოაქვს ორივე ქვეყნისთვის"

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო.

როგორც ღარიბაშვილი “ტვიტერზე” წერს, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ძლიერია და სარგებელი მოაქვს ორივე ქვეყნისთვის.

"გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მქონდა პატივი დავსწრებოდი აშშ პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას.

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ძლიერია და სარგებელი მოაქვს ორივე ქვეყნისთვის”, - აღნიშნავს პრემიერი.

დღის ამბები