26 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
ილია დარჩიაშვილი უზბეკ კოლეგას, ბახტიორ საიდოვს შეხვდა

გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი უზბეკ კოლეგას ბახტიორ საიდოვს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები. აღინიშნა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საქართველოს აქტიური და წარმატებული თანამშრომლობა.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და უზბეკეთს შორის დარგობრივ თანამშრომლობაზე, კერძოდ, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გამოყენების კუთხით.

ხაზი გაესვა საქართველოსა და უზბეკეთის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებულ ნაყოფიერ ურთიერთობებს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

მხარეები შეთანხმდნენ გაააქტიურონ ორმხრივი ძალისხმევა თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. მათ შორის უზბეკეთთან ეკონომიკის, ვაჭრობის და სატრანიზტო სფეროებში ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალი.

დღის ამბები