26 ნოემბერი 2024,   03:32
ვრცლად
ლევან ნიკოლეიშვილი სოფო ჭყონიას: აგვიხსენით, საქართველოდან რუსეთში, საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით, თქვენს კომპანიაში წარმოებული Coca Cola რატომ ხვდება? ამას გამიზნულად, საქართველოს საზიანოდ აკეთებთ თუ უბრალოდ ძალიან დიდ ფულს შოულობთ?

აგვიხსენით, საქართველოდან რუსეთში, საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით, თქვენს კომპანიაში წარმოებული Coca Cola რატომ ხვდება? - ასე მიმართავს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოფო ჭყონიას, რომლის კომპანიაში წარმოებული "კოკა-კოლას" რუსეთის ბაზარზე რეალიზაციის დამადასტურებელი ფოტოები სოციალურ ქსელში "დოჟდის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ეკატერინე კოტრიკაძემ გაავრცელა.

ნიკოლეიშვილის თქმით, ჭყონიამ უნდა აუხსნას საზოგადოებას, რა მიზნით გადის საქართველოში წარმოებული კოკა-კოლა რუსეთის ბაზარზე - საქართველოსთვის ზიანის მოსატანად თუ მხოლოდ იმის გამო, რომ დიდ ფულს შოულობენ. იგი ასევე ინტერესდება, გრძნობს თუ არა სოფო ჭყონია რაიმე მორალურ პასუხისმგებლობას პროდუქციის რუსეთის ბაზარზე გაყიდვის გამო.

"Sofia Tchkonia აგვიხსენით, საქართველოდან რუსეთში, საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით, თქვენს კომპანიაში წარმოებული Coca Cola რატომ ხვდება?  ამას სპეციალურად, გამიზნულად, საქართველოს საზიანოდ  აკეთებთ თუ უბრალოდ ძალიან დიდ ფულს შოულობთ?  ხალხს მართლა  აინტერესებს, რაიმე მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობთ ამის გამო, თუ დიდი მნიშვნელობა არა აქვს რახან ფულს სუნი არაა აქვს, საიდან თუ როგორ იშოვით მას! კეთილი ინებეთ და გამობრძანდით და გაეცით პასუხი რატომ ხვდება თქვენი პროდუქცია რუსეთში და რამდენი მილიონი იშოვეთ უკვე ამ სამარცხვინო ქმედების შედეგად!"  - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

დღის ამბები