დიპლომატიური სკანდალი კანადასა და ინდოეთს შორის - ინდოეთმა კანადის მოქალაქეებს სავიზო მომსახურება შეუჩერა. მანამდე კი, კანადამ და ინდოეთმა ერთმანეთის ელჩები გააძევეს.
ქვეყნებს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანადელი სიქების ცნობილი ლიდერის, ჰარდიპ სინგ ნიჯარის მკვლელობის უკან, შესაძლოა, ინდოელი თანამდებობის პირები იდგნენ.
კანადაში ინდური წარმოშობის ასიათასობით ადამიანი ცხოვრობს, რომელთაგან უმეტესობა სიქია. სიქიზმი ინდოეთის ერთ-ერთი ახალგაზრდა მონოთეისტური რელიგიური აღმსარებლობაა.
ინდოეთი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და უარყოფს.