26 ნოემბერი 2024,   03:29
ვრცლად
ეს კანონი არის უპატივცემულობა საქართველოს პრეზიდენტის მიმართ, პრეზიდენტს ვთხოვოთ კანონზე ვეტოს დადებას - იაგო ხვიჩია

პარტია "გირჩის" ლიდერი, იაგო ხვიჩა სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, მესამე მოსმენით მიღებულ თავდაცვის კოდექსს ვეტო დაადოს.

"ეს კანონი არის უპატივცემულობა საქართველოს პრეზიდენტის მიმართ. ის არის მთავარსარდალი, რომელსაც არცერთი ბრძანების გაცემის უფლება არ აქვს. აქედან გამომდინარე, ყველაზე გასაგები საკითხი არის ის, რომ პრეზიდენტს ვთხოვოთ, მისთვის და პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის შეურაცხმყოფელ კანონზე ვეტოს დადება", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთის, პარლამენტმა თავდაცვის კოდექსი მესამე მოსმენით დაამტკიცა.



დღის ამბები