26 ნოემბერი 2024,   03:25
ვრცლად
პარლამენტმა თავდაცვის კოდექსი მესამე მოსმენით დაამტკიცა

80 მომხრე ნულის წინააღმდეგ -  თავდაცვის კოდექსი მესამე მოსმენით დაამტკიცეს. სიახლეს განსაკუთრებულად გირჩი აპროტესტებდა, რომელიც ახლა იმ ახალგაზრდების პროტესტის იმედად რჩება, რომლებსაც უკვე გაწვევა უწევთ. პარტიაში აცხადებენ, რომ მიდგომები არასწორია. 

საკუთარი არგუმენტები აქვს "ქართულ ოცნებას". მმართველი გუნდის შეფასებით თავდაცვის ახალი კოდექსის შედეგად სამხედრო სამსახური ახალგაზრდებისთვის მიმზიდველი გახდება და სიახლე თავდაცვის უნარიანობას გაძლიერებას, ასევე NATO-თან თავსებადობის გაზრდას ემსახურება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გიორგი გიორგაძის განცხადებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე არის ის, რომ ახალწვეულები სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის სამხედრო სისტემაში გაივლიან.
 
"პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი კანონის მიღებას- თავდაცვის კოდექს, რომელიც ხელს შეუწყობს თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებას, NATO-თან თავსებადობის ამაღლებას, აგრეთვე ამ კოდექსით დაწესდება სამხედროებისათვის სოციალური გარანტიები. იქმნება ახალი ფორმები, ვარიაციები სავალდებულო სამხედრო სამსახური გავლის, ასევე კოდექსი ითვალისწინებს სხვადასხვა მოტივაციებს, რათა უფრო მიმზიდველი გახდეს ახალგაზრდებისათვის, როგორც სავალდებულო სამხედრო სამსახური, ასევე საკონტრაქტო სამხედრო სამსახური. მნიშვნელოვანი რეფორმა თავდაცვის კოდექსით არის სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამხედრო სისტემაში და NATO-ს სტანდარტებით წვრთნებს გაივლიან და ისინი ჩაირიცხებიან აქტიურ რეზერვში", - განაცხადა გიორგი გიორგაძემ. 
დღის ამბები