26 ნოემბერი 2024,   05:50
ვრცლად
პრეზიდენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ახალი კანდიდატურების პარლამენტში წარმოდგენა, სანამ არ გაირკვევა აღნიშნული საკითხი - გიორგი მსხილაძე

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის წარდგენაზე პრეზიდენტი უარს აცხადებს. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, პრეზიდენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია ახალი კანდიდატურების პარლამენტში წარმოდგენა, სანამ "არ გაირკვევა აღნიშნული საკითხი, არ გაუქმდება შესაბამისი ბრძანება და არ გამოსწორდება სიტუაცია ეროვნული ბანკის გარშემო."

"როგორც ჩანს, 2023 წლის 19 სექტემბრის ბრძანებულება ეროვნული ბანკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ერთპიროვნულად მიიღო და ეს არ იყო ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებთან შეთანხმებული. ამ პირობებში, პრეზიდენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია ახალი კანდიდატურების პარლამენტში წარმოდგენა, სანამ არ გაირკვევა აღნიშნული საკითხი, არ გაუქმდება შესაბამისი ბრძანება და არ გამოსწორდება სიტუაცია ეროვნული ბანკის გარშემო,"- აცხადებს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე.

დღის ამბები