საჰაერო განგაშია უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის კიევში. სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო, მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
ღამით კიევში აფეთქებების ხმაც ისმოდა. იყო ხანძარი, დაშავებულია 7 ადამიანი. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა დედაქალაქსა და მის შემოგარენში 20 საჰაერო ობიექტი ჩამოაგდეს. "S-300" სარაკეტო სისტემებით დაბომბეს რუსებმა ხარკოვი;
რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინამ ყირიმსა და რუსეთის სამ ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. საუბარია კურსკზე, ბელგოროდსა და ორიოლზე. მთავარ სამიზნედ საწვავისა და ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტები დასახელდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 19 უკრაინული დრონი ჩამოგდებულია. უკრაინული მხარე კი ირწმუნება, რომ მათ ყირიმში სარაკეტო დარტყმის შედეგად რუსული სამხედრო ბაზა გაანადგურეს.