გვიან ღამემდე გაგრძელდა ერევნის ცენტრში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება. მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკით უკმაყოფილო დემონსტრანტები კვლავ შეეცადნენ მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში შეჭრას. ისროდნენ ქვებს, კვერცხებს, ბოთლებს. დაკავებულია ათობით ადამიანი.
რესპუბლიკის მოედნის გარდა აქცია იყო რუსეთის საელჩოსთანაც. მოსახლეობის ნაწილი, ოპოზიციასთან ერთად, მიმდინარე პროცესებში რუსეთის უმოქმედობას აპროტესტებს.