26 ნოემბერი 2024,   03:37
ვრცლად
21 სექტემბერს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 21 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება თბილისის რამდენიმე უბანს, ესენია:

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის IV, V კვარტლების, მხატვრების დასახლების, მარგიანის, ნუცუბიძის, ავთო ვარაზის, ქანთარიას, გაბუნიების, ინტენსიფიკაციის და პაბლო პიკასოს ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის უნივერსიტეტის, მეფე მირიანის (ნაწილობრივ), პეტრე იბერის, ვეფხისტყაოსნის, არქანჯელო ლამბერტის, დანიბეგაშვილის, ხატაეთის და კრისტიან სტივენის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის, ქიქოძის, გიგა ლორთქიფანიძის, ლერმონტოვის, მაჩაბლის, იაშვილის და ლერმონტოვის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის და დაბა ბეთანიის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის ხევის დასახლების, ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), კურნატოვის, კამალოვის, კახიანის, სამღერეთის, გულრიფშის, ქართველიშვილის, მანაგაძის, მესხიშვილის, სართანიას, თამარაშვილის, კალიუჟინის, ჟღენტის, კაჭრეთის, ზედაუბნის, კოდალოს, მაღაროს, ეკლესიის, დობროლუბოვის და ენისელის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გობრონიძის და მარატ ნოზაძის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის, გორგასლის, გულიას, ბადაგის, ორთაჭალის, ხეივნის, ვერცხლის, ჟორდანიას, გიორგი ნიკოლაძის, უსახელოურის, წითლანაძის და ახალი რეხის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), იან პრიბილის, დოდაშვილის, სახალხოს და ჩკალოვის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), სამგორის დასახლების (ნაწილობრივ), ვარკეთილის მასივის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-2 I, II მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 I, II, III, IIIა, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს (ნაწილობრივ), ოჯალეშის, კოტეტიშვილის, იმედა კახნიაშვილის, ვიქტორ კუპრაძის, ბარბარე მაჭავარიანი-წერეთლის, რომანოზ ხომლელის, ლადო კოტეტიშვილის, ნიკოლოზ ლანდიას, მიხეილ გახოკიძის, ნაზი შამანაურის, სადგერის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, დვალის, ჯავახეთის, აკაკი ჩხენკელის, ილია სუხიშვილის, მაისურაძის, თრიალეთის, რწმენის, სესილია თაყაიშვილის და ზაჰესის ქუჩების მოსახლეობას.

დღის ამბები