26 ნოემბერი 2024,   03:47
ვრცლად
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, ოთარ ფარცხალაძის სანქცირების შესახებ იყო რამდენიმე არასერიოზული ჩანაწერი, მაგალითად, ფარცხალაძის ოლიგარქობასა და ქართულ საზოგადოებაზე მისი გავლენის შესახებ - ირაკლი კობახიძე

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, რომ მოსამართლეებისთვის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან სავიზო შეზღუდვების დაწესება, არასერიოზულ მტკიცებულებებზე იყო დაფუძნებული. შესაბამისად, შესაძლოა, ოთარ ფარცხალაძის შემთხვევაშიც მსგავს ინციდენტთან გვქონდეს საქმე.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირების შესახებ იყო რამდენიმე არასერიოზული ჩანაწერი, მაგალითად, ფარცხალაძის ოლიგარქობისა და ქართულ საზოგადოებაზე მისი გავლენის შესახებ.

"ჩვენ გვაქვს უარყოფითი გამოცდილება ამ კუთხით: თავის დროზე, სანქცია ეს არ იყო, მაგრამ სავიზო შეზღუდვები დაუწესდა 4 მოსამართლეს, ყოფილ და მოქმედ მოსამართლეებს და მაშინაც არავითარი მტკიცებულება არ იყო. კელი დეგნანმა მაშინ პრაქტიკულად აღიარა, რომ მტკიცებულებები არ არსებობდა და აქეთ მოითხოვა ამ მტკიცებულებების შესწავლა-მოგროვება და ა.შ, რაც არასწორი დამოკიდებულებაა. გაზეთში რაღაცა წაიკითხეს და ეს როგორ შეიძლება, "ასავალ-დასავალიდან" და ალიადან" ამოწერილი რაღაცა მოხვდეს სახელმწიფო დეპარტამენტში.

კელი დეგნანმა თქვა, რომ რაღაცა წაიკითხეს, რაღაცას მოუსმინეს და ეს მოხვდა სახელმწიფო დეპარტამენტში, რა მნიშვნელობა აქვს, "ასავალ დასავალი" იყო ეს თუ TV პირველი, ეს ხომ აბსოლუტურად არასერიოზულია. ვინც ეს მიიტანა ბლინკენამდე, სახელმწიფო დეპარტამენტამდე, ის ხომ არასერიოზულად მოექცა საკუთარ უფროსებს?! იქ თუ ასე მოხდა, ფარცხალაძის შემთხვევაში რატომაა გამორიცხული?!

ამიტომ, ჩვენ ხომ არაფერს ვამტკიცებთ? ჩვენ გვინდა მტკიცებულებები, მტკიცებულებები უნდა იყოს წარმოდგენილი. ვნახოთ, დაველოდოთ რა მტკიცებულებებზეა საუბარი. იქ იყო არასერიოზული ჩანაწერები: ჯერ "ოლიგარქი"- თანამედროვე გაგებით, რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი უნდა გქონდეს, რომ ოლიგარქად ჩაითვალო, ეს ცალკე თემაა. რა შუაშია ოლიგარქია?! მე მგონია, რომ ეს აბსურდული ჩანაწერია, მეორეა ოთარ ფარცხალაძის გავლენა ქართულ საზოგადოებაზე, პოლიტიკაც წერია, მაგრამ დავანებოთ ამას თავი - საზოგადოებამ განსაჯოს, სად არის გავლენა, მედიამაგნატია, საჯარო პერსონაა თუ რა არის?! რა გავლენა აქვს ოთარ ფარცხალაძეს? ერთგან რომ არის ასეთი არასერიოზული ჩანაწერი მოცემული, რა განატია გვაქვს, რომ მეორე ჩანაწერიც "ეფესბეს" აგენტობასთან დაკავშირებით, არ არის ასეთივე არასერიოზული?! ვინც ეს მიიტანა სახელმწიფო დეპარტამენტამდე, იმას უნდა მოვკითხოთ ჩვენ, აბა დადოს მტკიცებულებები, სად არის მტკიცებულებები,"- აცხადებს კობახიძე.

დღის ამბები