26 ნოემბერი 2024,   03:33
ვრცლად
თუკი არსებობს მტკიცებულებები ოთარ ფარცხალაძეზე, იმედი მაქვს, გადმოეცემა ქართულ მხარეს - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ "ღამის კურიერის" ეთერში კითხვაზე, მიიღო თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ინფორმაციის გადამოწმების გარეშე უპასუხა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია ამ საკითხზე, თუმცა ირაკლი კობახიძის თქმით, თუკი არსებობს ასეთი მტკიცებულებები, ის ქართულ მხარეს აუცილებლად უნდა გადმოეცეს:

"მე არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ თუკი არსებობს ასეთი მტკიცებულებები, გადმოეცემა ქართულ მხარეს, სხვანაირად არ იქნება სწორი დამოკიდებულება არამარტო ქართული სახელმწიფოს მიმართ, არამედ ქართული საზოგადოების მიმართ. როდესაც ამ საზოგადოებას ეუბნები, რომ ვიღაც არის აგენტი და იქვე ეუბნები, რომ ამ ადამიანს აქვს გავლენები პოლიტიკაზე, იქ უკვე აბსოლუტურად არასწორი დამოკიდებულებაა, როდესაც მტკიცებულებებს აღარ ასაჯაროვებ,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები