26 ნოემბერი 2024,   03:51
ვრცლად
ზურაბიშვილს თავიდანვე ჰქონდა გარანტიები რადიკალური ოპოზიციისგან, სხვანაირად კონსტიტუციას ასე უხეშად ვერ დაარღვევდა, ვერ გარისკავდა, მას და მის უფროსებს ეს თანამდებობა სჭირდებათ - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ "ღამის კურიერის" ეთერში, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ პრეზიდენტს ოპოზიციისგან ჰქონდა გარანტიები, რადგან ირაკლი კობახიძისვე  განმარტებით, სხვა შემთხვევაში კონსტიტუციას "ასე უხეშად" ვერ დაარღვევდა.

ამასთან, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აღნიშნავს, თუკი ადრე ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს აგენტსა და მოღალატეს ეძახდა, ახლა კი მის იმპიჩმენტს მხარს არ უჭერს, მაშინ მათ 2018 წელს 3 მილიონი ამომრჩეველი მოუტყუებიათ:

"სალომე ზურაბიშვილს თავიდანვე ჰქონდა გარანტიები, კონსტიტუციას სხვანაირად ასე უხეშად ვერ დაარღვევდა, ვერ გარისკავდა. მას და მის უფროსებს სჭირდებათ ეს თანამდებობა. გარანტიები მას რადიკალური ოპოზიციისგან აქვს, რომლებსაც არანაირი სინდისი არ აქვთ. სალომე ზურაბიშვილს ისინი მოღალატეს უწოდებდნენ, რეზიდენტს და აგენტს, ეს ხომ არ არის სტატუსი რომელიც შეიძლება შეიცვალოს. მოღალატის და აგენტის სტატუსი არის ის, რომელიც არ იცვლება. დღეს კი, როდესაც ოპოზიცია პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ უჭერს, გამოდის, რომ ისინი შეგნებულად - მოღალატეს, აგენტსა და რეზიდენტს ტოვებენ თანამდებობაზე, თუ მაშინ, 2018 წელს მოატყუეს 3 მილიონი ამომრჩეველი?! უსინდისო ხალხია, არანაირი პრინციპი არ აქვთ და მათგან სხვა ნაბიჯებს ვერ მოელოდები,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები