უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გაკეთებული განცხადებების გამო პოლონეთში უკრაინის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს.
პოლონეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, უკრაინელი დიპლომატის დაბარება უკავშირდება ზელენსკის განცხადებას, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის სოლიდარობა მოჩვენებითია, ხოლო ირიბად მხარს უჭერს რუსეთს.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, პაველ იაბლონსკიმ აღნიშნა, რომ ეს თეზისი არ შეესაბამება სიმართლეს პოლონეთთან მიმართებით, რომელიც უკრაინას ომის პირველივე დღეებიდან უჭერს მხარს.
მინისტრის მოადგილემ, იაბლონსკიმ აღნიშნა, რომ პოლონეთზე ზეწოლა მრავალმხრივ ფორუმებზე ან საჩივრების გაგზავნა საერთაშორისო ტრიბუნალებში არ არის სათანადო მეთოდი ქვეყნებს შორის დავების გადასაწყვეტად.
პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ქმედებები არ იქნება ეფექტური პოლონეთის წინააღმდეგ, რადგან პოლონეთის მთავრობის ქმედებები პოლონელი ფერმერების ინტერესების დასაცავად შეესაბამება ეროვნულ, ევროკავშირისა და საერთაშორისო კანონმდებლობას.