26 ნოემბერი 2024,   03:32
ვრცლად
ახალგაზრდებო, ეს ხელმოცარულები თქვენი ხელით ისვრიან მოლოტოვის კოქტეილს, თქვენი ხელით იძალადებენ პოლიციაზე და მოქალაქეებზე, თვითონ კი მიყუჩდებიან და სოროში შეძვრებიან - ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე

"ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოპოზიციის გეგმები გაშიფრა და ახლა ქაოსში არიან, რასაც პარლამენტში დღევანდელი მათი ქმედებებიც ადასტურებს.

ზარქუას თქმით, საქართველო ევროპის მიმართულებით მიემართება და ხელმოცარულ ოპოზიციას მეორე ფრონტის გახსნის უფლებას არ მისცემენ.

"მინდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კიდევ ერთხელ ვუთხრა მადლობა, მათ გაშიფრეს ამათი საქმე. ეს იყო დროული პრევენცია, რადგან ესენი ემზადებოდნენ ამისთვის და ახლა ქაოსში არიან. ერთი გეგმა არ აქვთ, რომ ამომრჩეველს შესთავაზონ, ან პროგრამა შესთავაზონ. ერთადერთი ის დარჩენიათ, რომ ქაოსი და არეულობა მოაწყონ. ახალგაზრდებო, ამას გაგიკეთებენ თქვენ ეს ხელმოცარულები, თქვენი ხელით ისვრიან, თქვენი ხელით მოლოტოვის კოქტეილს ისვრიან, თქვენი ხელით პოლიციაზე ძალადობა იქნება, მოქალაქეებზე ძალადობა იქნება, თვითონ კი მიყუჩდებიან და სოროში შეძვრებიან. ქაოსი და რევოლუცია არ გვჭირდება, არც მეორე ფრონტის გახსნა გვინდა, რისი მცდელობაც აქვთ იმათ, ვინც ამათ აფინანსებთ. საქართველო ევროპის მიმართულებით მიდის და ამ ხელმოცარულებს მეორე ფრონტს არ გავახსნევინებთ", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დღის ამბები