26 ნოემბერი 2024,   05:50
ვრცლად
თუ საქართველო ვერ მიიღებს ევროკავშირის კანდიდატობას, უნდა უზრუნველვყოთ, რომ საქართველოს მთავრობა გადადგეს - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, 7 ნოემბრის საქმის განხილვა სასამართლოში ხელახლა დაიწყება. მოსამართლეების გადაწყვეტილებით, ხელახლა მოხდება მტკიცებულებების განხილვა, ასევე მოწმეების გამოკითხვა 7 ნოემბრის საქმეზე. ეს დაცვის მხარის მოთხოვნა იყო. შუამდგომლობის საფუძველი კი კოლეგაში ერთ-ერთი მოსამართლის ცვლილება გახდა.

დღეს საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი განახლდა, რომელსაც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პატიმარი მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად "ვივა მედის" კლინიკიდან ჩაერთო და საკუთარი დრო ტრადიციულად პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოიყენა.

"ხალხი უნდა იყოს მუდმივ პროტესტში, სხვადასხვა ადგილას. რა თქმა უნდა ვიყოთ სახელმწიფო დაწესებულებებში, უნდა ვაპროტესტოთ კერძო დაწესებულებებში, რა თქმა უნდა, უნდა ვიყოთ ქუჩაში. 

თუ საქართველო ვერ მიიღებს ევროკავშირის კანდიდატობას, თუ იქნება კომისიის უარყოფითი დასკვნა, უნდა უზრუნველვყოთ, რომ საქართველოს მთავრობა გადადგეს, დაინიშნოს ახალი არჩევნები ახალი ეროვნული თანხმობის პირობებში.

უცხოეთში მყოფმა ქართველებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა, ჩვენ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ყოველდღიურად ჩვენს პროცესებში," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

დღის ამბები