26 ნოემბერი 2024,   06:05
ვრცლად
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის მეორე ეტაპზე ორი კომპანია გადავიდა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის მეორე ეტაპზე ორი კომპანია გადავიდა - ეს გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა სამთავრობო კომისიამ მიიღო, რომლის მორიგი სხდომა დღეს ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა.

გაფორმდა შესაბამისი ოქმები, რომლებსაც კომისიის წევრებმა, მოაწერეს ხელი. როგორც ითქვა, კანდიდატებს მიეცემათ რამდენიმეთვიანი ვადა ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადების წარსადგენად, უკვე ამის შემდეგ კომისია გამარჯვებულს გამოავლენს.

დღის ამბები