გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე უკრაინასა და რუსეთის აგრესიაზე გაამახვილა ყურადღება ყველა გამომსვლელმა. მათ შორის იყო გერმანიის პრეზიდენტიც.
"ჩემი ფიქრები უკრაინელებთანაა, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან, მათი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის. იცავენ იმ პრინციპებს, რომლებზეც ჩვენ ყველანი ვთანხმდებით გაეროს წესდებაში.
რუსეთის აგრესიულ ომს უზარმაზარი ტანჯვა მხოლოდ უკრაინაში არ გამოუწვევია. ხალხი მთელ მსოფლიოში იტანჯება ინფლაციის, მზარდი ვალების, სასუქების სიმცირის, შიმშილისა და მზარდი სიღარიბის შედეგად. სწორედ იმიტომ, რომ ამ ომს აქვს აუტანელი შედეგები მთელს მსოფლიოში,“ - აცხადებს ოლაფ შოლცი.