26 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო. გაეროს შტაბ ბინაში შეკრებილ სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა, გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა დენის ფრანცისმა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა და სხვა ლიდერებმა.

ირაკლი ღარიბაშვილი გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის მონაწილეების წინაშე სიტყვით 22 სექტემბერს გამოვა. საქართველოს პრემიერმა უკვე მიიღო მთავრობის მეთაურების ფორმატში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა. ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას იმ სამთავრობო პოლიტიკაზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს გლობალურ რეიტინგებში დაწინაურების საშუალებას აძლევს. საქართველოს პრემიერი მართავს ორმხრივ შეხვედრებსაც.

 

დღის ამბები