სომხეთში აშშ-ის საელჩო დიპლომატიური მისიის თანამშრომლებს და მათ ოჯახებს მოუწოდებს, თავი აარიდონ არაუცილებელ მოგზაურობას“ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონასთან და საკონტაქტო ხაზთან.
„საელჩო იაზრებს, რომ სიტუაცია სწრაფად ვითარდება და განაგრძობს მის მჭიდრო მონიტორინგს. აშშ-ის მოქალაქეებმა უნდა განაგრძონ სიფრთხილე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყველა საერთაშორისო საზღვართან და მოერიდონ მგზავრობას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონასთან და საკონტაქტო ხაზთან. აშშ-ის მთავრობას არ შეუძლია, გადაუდებელი დახმარება გაუწიოს აშშ-ის მოქალაქეებს მთიან ყარაბაღში და მის გარშემო, რადგან წვდომა შეზღუდულია“, – ნათქვამია საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.