26 ნოემბერი 2024,   04:58
ვრცლად
საქართველოს პრემიერ - მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გენერალური ასამბლეის დებატების გახსნას ესწრება. ირაკლი ღარიბაშვილი 78-ე გენერალური ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით კვირის ბოლოს მიმართავს.

გაეროს გენერალური ასამბლეის დებატები ოფიციალურად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა გახსნა:

"სამყარო იცვლება, ჩვენი ინსტიტუტები კი არა. ჩვენ არ შეგვიძლია ეფექტურად გადავჭრათ პრობლემები ისე, როგორც არის. დროა, განახლდეს მრავალმხრივი ინსტიტუტები, რომლებიც დაფუძნებულია 21-ე საუკუნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ რეალობაზე, რომლებიც დაფუძნებულია თანასწორობაზე, სოლიდარობასა და უნივერსალურობაზე , გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე. ეს ნიშნავს უშიშროების საბჭოს რეფორმას დღევანდელი სამყაროს შესაბამისად. ეს ნიშნავს საერთაშორისო ფინანსური არქიტექტურის ხელახალი დიზაინის შექმნას, რათა ის გახდეს მართლაც უნივერსალური.რეფორმებს ალტერნატივა არ აქვს .ჩვენს სამყაროს სჭირდება სახელმწიფოებრიობა და არა თამაში ან ბლოკირება. დროა, გლობალური კომპრომისის. პოლიტიკა კომპრომისი,  დიპლომატია კომპრომისია. ეფექტური ლიდერობა არის კომპრომისი. ლიდერებს აქვთ სოციალური პასუხისმგებლობა, რომ მიაღწიონ კომპრომისს მშვიდობისა და კეთილდღეობის საერთო მომავლის მშენებლობაში - ჩვენი საერთო სიკეთისთვის.ომის უბედურების დასრულების ნაცვლად, ჩვენ ვხედავთ კონფლიქტების, გადატრიალების და ქაოსის მოზღვავებას,"- განაცხადა ანტონიო გუტიერეშმა. 

დღის ამბები