26 ნოემბერი 2024,   06:18
ვრცლად
"თუ დადგინდება, რომ პირი მართლაც არის აგენტი სახელმწიფო იღებს შესაბამის ზომებს... ჩვენ გვჭირდება მტკიცებულებები", - კობახიძე ოთარ ფარცხალაძის სანქცირებასთან დაკავშირებულ კითხვას პასუხობს

თუ პირი ხდება სხვა ქვეყნის მოქალაქე, ისე რომ საქმის კურსში არ აყენებს ქართულ უწყებებს, ამ შემთხვევაში საკითხის შესწავლა იწყება და შეიძლება დადგეს მათ შორის, დღის წესრიგში მოქალაქეობის დაკარგვის საკითხი. მე როგორც ვიცი, ამ საქმის შესწავლა დაწყებული აქვს იუსტიციის სამინისტროს, ეს არის უწყებების საქმე,-ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოთარ ფარცხალაძის სანქცირებასთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ფარცხალაძეს აქვს საქართველოს მოქალაქეობა და როცა საუბარია ანგარიშების გაყინვაზე, კობახიძის თქმით, მასზე სანქციების ის რეჟიმი ვერ გავრცელდება, რაც არამოქალაქეზე ვრცელდება.

„პირი თუ ხდება სხვა ქვეყნის მოქალაქე ისე, რომ საქმის კურსში არ აყენებს ქართულ უწყებებს, ამ შემთხვევაში, საკითხის შესწავლა იწყება და შესაძლოა, მათ შორის, დღის წესრიგში დადგეს მოქალაქეობის დაკარგვის საკითხი. როგორც ვიცი, ამ საკითხის შესწავლა დაწყებული აქვს იუსტიციას. ეს არის უწყებების საქმე, დაელოდეთ და ვნახოთ, რა იქნება", - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, არ შეიძლება ადამიანს დაუძახო აგენტი თუ მტკიცებულებები არ არსებობს.

"როდესაც საქართველოს მოქალაქე ხდება უცხო ქვეყნის აგენტი, განსაკუთრებით იმ ქვეყნის სახელმწიფოს აგენტი, რომელსაც ოკუპირებული აქვს ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი, ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, მაგრამ, ასეთ დროს წარმოებს შესწავლა, გამოძიება. შემდეგ საქმე მიდის სასამართლოში და მტკიცებულებებით თუ დადგინდება, რომ პირი მართლაც არის აგენტი, ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფო იღებს შესაბამის ზომებს. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია საუბარი, რომ ჩვენ გვჭირდება მტკიცებულებები. არ შეიძლება ადამიანს დაუძახო აგენტი, ვიდრე არ არსებობს მტკიცებულებები, ვიდრე არ არსებობს განაჩენი. ამ სტანდარტზეა საუბარი, ეს აღიზიანებს ოპოზიციას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები