აზერბაიჯანულმა არმიამ, მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია დაიწყო, ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ, კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მოტივით, "ანტიტერორისტული ღონისძიებების" დაწყების შესახებ განაცხადა.
მთიან ყარაბაღში უკვე ისმის საჰაერო განგაშის სიგნალი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყარაბაღში ინტენსიურად იბომბება სომხური ძალების პოზიციები.