მკვლელობა თბილისში - მამაკაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი არასრულწლოვანი შვილების თვალწინ მოკლა. მკვლელობის შემდეგ, 55 წლამდე პირმა თვითმკვლელობა სცადა და თავის არეში ისროლა. ის ახლა მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში იმყოფება.
მკვლელობა ქალის სახლში, დოლიძის ქუჩაზე, ღამის საათებში მოხდა. მეზობლებს გასროლის ხმა არ გაუგიათ და მომხდარის შესახებ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ.
"გვიანი იყო უკვე სამზარეულოში ვიყავი და პატრული და სასწრაფო იდგა. ორი გოგოს კივილი მესმოდა, გამოვედი და ეს გოგონა ყვიროდა, მამა, ამას არ გაპატიებო. მერე თქვეს რაც მოხდა, მე არც გასროლის ხმა არ გამიგია,"- აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.