26 ნოემბერი 2024,   06:29
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის ფედერალურ კანცლერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის ფედერალურ კანცლერს შეხვდა. მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილეს.

ოლაფ შოლცთან შეხვედრაზე, ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგის უპრეცედენტო დინამიკას და აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს გერმანიის ძლიერ პოლიტიკურ გზავნილებს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ოლაფ შოლცს ევროინტეგრაციის გზაზე განხორციელებული რეფორმები გააცნო და აღნიშნა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება დასკვნით ეტაპზეა.

მისი თქმით, წლის ბოლოს საქართველო ევროკავშირისგან სამართლიანი და სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილების მოლოდინშია. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ პროცესში საქართველოს გერმანიის მხარდაჭერის იმედი აქვს.

დღის ამბები