26 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
პრეზიდენტი პოლიტიკოსებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს

პრეზიდენტი პოლიტიკოსებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს.  დღეს, შეხვედრის დაწყებამდე, პრეზიდენტთან კონსულტაციები გამართეს პარტია "ლელოს" წარმომადგენლებმაც.   

"ჩვენ, ყველას, საზოგადოებას გვინდა ევროპული მომავალი, სხვა მომავალი არ გვაქვს. სხვა მომავალი არ შეიძლება რომ იყოს რუსეთი. საქართველო ამას არ დაუშვებს, მე არ დავუშვებ, თქვენ არ დაუშვებთ. არავინ შეგვაშინოს და არ დაგვაჯეროს, რომ რაღაც შეუძლებელია, ყველაფერი ჩვენს ხელშია და ამას ვერავინ დაგვაკარგვინებს. ის, ვინც ამას ეცდება, თვითონ დაიკარგება," – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, კომენტარი გააკეთა "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ.

"შეხვედრის მთავარი თემა იყო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ის, რომ ძალიან მალე ჩვენ ველოდებით გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და როგორ ხედავს ქალბატონი პრეზიდენტი ამ პროცესს, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება იყოს დადებითი," - ამბობს  ნინო დოლიძე.

 

 

 

 

დღის ამბები